რეზონანსი
13.02.2020

(რეზონანსი) თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. პირ­ვე­ლად, ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, სა­სა­მარ­თლომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და პრო­კუ­რა­ტუ­რა ადა­მი­ა­ნის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის­თვის ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცია და­ა­კის­რა.

საქ­მე ეხე­ბა 2017 თბი­ლის­ში მომ­ხდარ თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქტს. 25 წლის ქალ­მა მე­უღ­ლის მხრი­დან სის­ტე­მა­ტი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

მომ­ჩივ­ნის ინ­ტე­რე­სებს "სა­ი­ას" იუ­რის­ტი თა­მარ დე­კა­ნო­სი­ძე იცავ­და. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი AMBEBI.GE -სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი მე­უღ­ლის სახ­ლში ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ბრალ­დე­ბით პა­სუ­ხის­გებ­ში მის­ცეს გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე და სამი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

თუმ­ცა რო­გორც ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, უზე­ნა­ეს­მა სა­სამ­რთლომ მას ბრალ­დე­ბა გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით გა­მო­უ­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერთ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რად­გან იმ დრო­ის­თვის დამ­ნა­შა­ვეს ერთი წელი უკვე მოხ­დი­ლი ჰქონ­და 2019 წელს პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

"ეს გოგო სამი წლის მან­ძილ­ზე მე­უღ­ლის­გან ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო, შემ­დეგ მე­უღ­ლეს და­შორ­და, თუმ­ცა სა­ერ­თო შვი­ლის გამო ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ინც უწევ­დათ, რა დრო­საც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მას­ზე კვლავ ძა­ლა­დობ­და. 16-ჯერ ჰქონ­და მი­მარ­თუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის­თვის, 112- ში რე­კავ­და ხან ის, ხან - დე­და­მი­სი. 16-დან მხო­ლოდ სამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოს­ცეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი.

ერთ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ხუთი დღით იყო გა­მო­ცე­მუ­ლი. 16-დან ოთხჯერ გა­ა­უქ­მა ზარი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლმა და უთხრა არ მოხ­ვი­დე­თო. მხო­ლოდ ერთხელ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა ამ საქ­მე­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, თუმ­ცა საქ­მის აღ­ძვრი­დან ერთ თვე­ში ისე შე­წყვი­ტეს საქ­მე, რომ არ გა­მო­უკვლე­ვი­ათ ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი.

პრო­კუ­რა­ტუ­რას თა­ვის დას­კვნა­ში უწე­რია, რომ ძა­ლა­დო­ბას სის­ტე­მა­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი არ ჰქონ­და... ერთჯე­რა­დი ძა­ლა­დო­ბაც ხომ ძა­ლა­დო­ბაა?! ასე­ვე, ოთხჯერ რომ გა­ა­უქ­მა გა­მო­ძა­ხე­ბა, რა­ტომ არ გა­მო­იკ­ვლი­ეს, რის გამო აუქ­მებ­და გა­მო­ძა­ხე­ბას, იქ­ნებ იყო მუ­ქა­რის და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი?

ჩვენ ვუ­ჩივ­ლეთ შსს-ს და პრო­კუ­რა­ტუ­რას, რად­გან არ­ცერ­თმა უწყე­ბამ არ და­იც­ვა ქალი. პირ­ველ­მა ინ­სტან­ცი­ამ მხო­ლოდ შსს გა­ამ­ტყუ­ნა და პრო­კუ­რა­ტუ­რას ბრა­ლი არ მი­უ­ძღვი­სო, გა­მოგ­ვი­ცხა­და. თუმ­ცა გა­ვა­სა­ჩივ­რეთ სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში და გუ­შინ მი­ი­ღო სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

სა­ა­პე­ლა­ცი­ომ თქვა, რომ ორი­ვე უწყე­ბამ და­არ­ღვია კა­ნო­ნი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ეს ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტი. გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის­თვის ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ა­კის­რა ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით" - უამ­ბო "სა­ი­ას" ად­ვო­კატ­მა AMBEBI.GE-ს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×