რეზონანსი
13.02.2020

ევროპარლამენტში სახალხო პარტიის წევრი, რასა იუკნევიჩიანე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის რეზოლუციის პროექტზე ვერშეთანხმების გამო ამბობს, რომ "ძალიან გაბრაზებულია. მისი თქმით, რეზოლუციის პროექტი ძალიან სუსტი იყო და არ ასახავდა არსებულ ვითარებას. ევროპარლამენტარის კომენტარს იმედინიუსი ავრცელებს.

როგორც იუკნევიჩიანე ამბობს, ამ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

"ჩვენ წარმოვადგინეთ ცვლილებები და გვსურდა დაბალანსებული ტექსტი. უმრავლესობის წევრებმა თითქმის ყველა ცვლილება ჩააგდეს. ძალიან გაბრაზებული ვარ. ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და მგონი, ვერაფერი გაიგეს.ახლა ქართულმა ოცნებამ კარგად უნდა გააანალიზოს არსებული სიტუაცია და შეცვალოს გარკვეული პოზიციები. ჩემი გზავნილია ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის არის სიტუაციაზე პასუხისმგებელი და სამწუხაროდ, ის აზიანებს საქართველოს ევროპულ კურსს", - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

დღეს, 13 თებერვალს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

წყარო: "ონ.ჯი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (14.02.2020)
ქაქუცავ, რა თავდაჯერებით საუბრობ--ფაქტები და ლოგიკა არ გაინტერესებს? გინდა ტ ა ლ ა ხ ი შეასხა ცხვირში ბიძოს, სხვა მიზანი არც გაქვს?. აი, მე , ქართველი ამომრჩეველი გეუბნები---მყარი მტკიცებულება წარმოადგინე, რომ ბიძო რუსეთისკენ იხრება--მყარი-მეთქი, და არა ისეთი სააკაშვილ-ბოკერია- ოქრუაშვილ-უგულავა--სიტყვით რუსეთს რომ ლანძღავდნენ, ხოლო--ს ა ქ მ ი თ მას ემსახურებოდნენ. ფაქტი ჯიუტია: მაგალითად, 1) უბრძოლველად ჩაბარებული-უახლესი ტექნიკით გადატენილი კოდორის ხეობა და ა ხ ა ლ გ ო რ ი! 2) სარკოზის მიერ ფორმულირებული მუხლი-სეპარატისტული რეგიონების სტატუსის დადგენის საერთაშორისო რანგში აყვანის---ა მ ო ღ ე ბ ა სააკაშვილის მიერ, მანამდე არ მოაწერა ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას, სანამ ეს მუხლი არ ამოაშლევინა! ამით პუტინს ხელი გაეხსნა ერთპიროვნულად დე-იურედ ეცნო ჩვენი ტერიტორიის 2 რეგიონი. ამაზე მეტი დანაშაული რა გინდა?! ფულის გაფლანგვაზე კი არა--ა მ ა ზ ე უნდა წარდგენოდა მათ ბრალი, მაგრამ უნიათოა "ოცნება". საბოტაჟნიკებით და არაპროფესიონალებითაა გადაჭედილი! რა გინდა რომ ქნა, ბიძოზე ა ხ ი ა ! იმოდენა სამარცხვინო მ ა რ ც ხ ი განგვაცდევინეს და არცერთი სამხედრო დამნაშავედ არ არის წარდგენილი. შეიძლება ომში დამარცხდე ისე, რომ ა ნ ა ლ ი ზ ი არ გააკეთო, არ იმსჯელო და ს ა რ დ ლ ე ბ ს არც უსაყვედურო?! აი, ა ბ ს უ რ დ ი !

ქაქუცა   (14.02.2020)
გაუქმეთ სავიზო რეჟიმი.ყველა ქართველი საქაერთველოში.გაუქმეთ სავიზო რეჟიმი.... მარტო ასე თუ მოუგებთ ივანიშვილს და რუსებს...დაბრუნდნენ ქართველები და გადაწყვიტონ არჩევნებით, ივანას რუსეთში უნდათ ცხოვრება თუ ევროპულ საქართველოში. პარტის ხემძღვანელობავ სთხოვეთ ევრო კავშირს გაუქმონ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან.მიღეთ თქვენ პირველი დარტყმა(ხალხის განრისხების) მაგრამ ამით გადაარჩენთ საქართველოს გარუსებისაგან.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×