რეზონანსი
13.02.2020

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც ჩინეთიდან 8 თებერვალს დაბრუნდა​. 19 წლის მამაკაცი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, პაციენტის მონაყოლით, ავად ჩინეთში ყოფნის პერიოდში გახდა, სადაც ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და კორონავირუსი არ დაუდასტურდა. თუმცა, პაციენტმა ჩამოსვლის შემდეგ დაბალი ტემპერატურის გამო მაინც მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. მას ანალიზებს ხვალ დილით აუღებენ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება და პასუხი ხვალ, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

„კიდევ ერთი პაციენტი შემოვიდა ახლახანს. ეს არის ახალგაზრდა ვაჟი, 19 წლის, რომელიც ქართველია ეროვნებით, მაგრამ ჩინეთში იყო. იქ გახდა ავად 28 იანვარს და როგორც თვითონ ამბობს, იქ გამოურიცხეს კორონავირუსით ინფექცია. როგორც ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექცია, ისე გამოუშვეს. აქ ჩამოვიდა 8 თებერვალს და არ გაუარა რესპირატორულმა ინფექციამ და ამიტომ თავისით მოვიდა. რენტგენოლოგიურად ჩაუტარდა გამოკვლევა და პნევმონია არ აქვს, არც სუნთქვის გაძნელება, არც ლეიკოპენია. ანუ ამ ვირუსის ყველაზე სერიოზული სიმპტომები არ აღენიშნება. რაც შეეხება კორონავირუსზე გამოკვლევას, მას ხვალ დილით აუღებენ ნაცხს და ხვალვე იქნება პასუხი, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ამ ახალგაზრდას არ აქვს პნევმონია, სუნთქვის გაგრძელება და სხვა კლინიკური ნიშნები და თუ მას დავუჯერებთ, ჩინეთში ის უკვე გამოიკვლიეს კორონავირუსზე, სავარაუდოდ მას ვირუსი არ დაუდგინდება", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება 26 წლის ქალს, რომელიც კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს, მას კვლევის პასუხებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

წყარო: "პირველი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×