რეზონანსი
13.02.2020

ტყიბულის მაღალმთიან სოფელ მუხურაში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. მთელი დღეა სოფელში გადაუღებლად თოვს. ჩაკეტილი იყო სოფლამდე მისასვლელი გზა. ადგილზე ორი ტრაქტორი ინტენსიურად მუშაობდა, თუმცა რთული კლიმატური პირობების გამო ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლამდე მისასვლელი გზის გაწმენდა მხოლოდ დღის ბოლოს შეძლო.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით მუხურა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია თუმცა მერია მოქალაქეებს მოუწოდებს ნამქერისა და ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებისგან თავის შეიკავოს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×