რეზონანსი
14.02.2020

თოქ-შოუში "პროფილი" ნანა ცუცქირიძემ თავისი ისტორია გაიხსენა. მან 25 წლის ასაკში საპირფარეშოში ახალშობილი იპოვა და საკუთარი შვილივით გაზარდა.

"შვილის აყვანას ვაპირებდი, როცა საპირფარეშოში ვიპოვე გიორგი, მივხვდი, რომ ეს ბავშვი მე უნდა გამეზარდა. არ მინდოდა ვინმეს ეთქვა, რომ აყვანილი იყო. ამიტომ თავად ვუთხარი ბიოლოგიური დედის შესახებ, გავაცანი კიდეც, მან კი მიპასუხა, რომ მე შენ მზრდიდი დედა და დედად შენ გაგიცანიო. ამ სიტყვებმა ჩემი გული დაამშვიდა", - თქვა ნანა ცუცქირიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×