რეზონანსი
14.02.2020

(რეზონანსი) ანდრია სარია წმინდა სინოდის წევრებს წერილით მიმართავს, სადაც ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

სარია წერილში სინოდის წევრებს სთხოვს, რომ უახლოეს წმინდა სინოდის სხდომის მისი დაბარება მოხდეს.

„საპატრიარქო ყველაფერს უკუღმა აკეთებს. ეს მერამდენე წერილია და რამდენი თხოვნაა ჩვენგან შესული ღმერთმა იცის. „მოსაყდრემ" ხმა საერთოდ როგორ უნდა ამოიღოს? მამათმავალ მღვდელს აუკრძალა მღვდელმსახურება და მერე ისევ მოუწია არამხოლოდ აღდგენა, უფრო მეტიც, ამ ცოდვაში მყოფი ადამიანის დაჯილდოვებაც. კარგია რომ დუმს, სალაპარაკო არც არაფერი აქვს!", - წერს ანდრია სარია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით, მღვდელმონაზონ ანდრია (სარიას) მღვდელმოქმედება აეკრძალა, ხოლო მანამდე იღუმენია თამარ გამყრელიძეს ზიარება. ცნობისთვის ანდრია სარია და უღუმენიათამარი, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას გარემოცვიდან არიან, რომელსაც ასევე სკანდალური სინოდის სხდომის შემდეგ უწმინდესმა მღვდელმოქმედება შეუჩერა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო   (14.02.2020)
ეს თუ იცოდი, აქამდე სად იყავი შე განდონო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×