რეზონანსი
14.02.2020

(რეზონანსი) თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ორი მოქალაქედან ერთ-ერთი უკვე გაწერეს. ექიმის თქმით, 26 წლის ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ექიმის განცხადებით, მისი გამოკვლევის პასუხი დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.

„გუშინ ჩვენს ცენტრში მოთავსდა ორი პაციენტი. 26 წლის ქალთან, რომელიც ბურჯიანის პროვინციიდან ჩამოვიდა, უკვე დამთავრდა კვლევები. ლუგარის ლაბორატორიაში გაკეთდა ტესტი ახალ კორონავირუსზე და პასუხი უარყოფითი იყო. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს ტოვებს კლინიკას.

მეორე პაციენტი იანჭოდან არის ჩამოსული, 19 წლის მამაკაცია. ეს პაციენტიც იქ გახდა ცუდად და იქვე ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსთან დაკავშირებით და იქვე, პირველ ჯერზე იყო უარყოფითი პასუხი. აქ ჩამოვიდა 9 თებერვალს და აეროპორტში ერთჯერადად დაუფიქსირდა ცხელება, სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა და გაიშვა ბინაზე დაკვირვების ქვეშ.

მეორე დღიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში 37,3 ჰქონდა ტემპერატურა და ამის გამო, გუშინ მოთავსდა ჩვენს ცენტრში. წინასწარი კვლევებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლინდა. დღეს დილას ავიღეთ მასთანაც ტესტი ახალ კორონავირუსზე და დღის მეორე ნახევრისთვის პასუხი გვეცოდინება. ამ შემთხვევაშიც ვიმედოვნებთ, რომ პასუხი ნეგატიური იქნება. ამჟამად ტემპერატურა არ აქვს და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×