რეზონანსი
14.02.2020

(რეზონანსი) ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში დაკვამლიანებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

როგორც რკინიგზის ინფორმაციაშია აღნიშნული, სადგურ აბაშაში, ზუგდიდი-თბილისის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება.

„შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა. შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა.

„საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, „საქართველოს რკინიგზის" ნებისმიერ სალაროში მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ", - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Rezo   (14.02.2020)
გაუქმეთ სავიზო რეჟიმი.ყველა ქართველი საქაერთველოში.გაუქმეთ სავიზო რეჟიმი.... მარტო ასე თუ მოუგებთ ივანიშვილს და რუსებს...დაბრუნდნენ ქართველები და გადაწყვიტონ არჩევნებით, ივანას რუსეთში უნდათ ცხოვრება თუ ევროპულ საქართველოში. პარტის ხემძღვანელობავ სთხოვეთ ევრო კავშირს გაუქმონ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან.მიღეთ თქვენ პირველი დარტყმა(ხალხის განრისხების) მაგრამ ამით გადაარჩენთ საქართველოს გარუსებისაგან.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×