რეზონანსი
14.02.2020

(რეზონანსი) სოციალურ ქსელში თურქეთის კლინიკაში გადაღებული ცოტნე გამსახურდიას ფოტო გავრცელდა. ფოტო ინტერნეტმომხმარებელმა მერაბ ამილახვარმა გაავრცელა და სტატუსიც დაურთო:

„ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ მძიმეა. დედას, ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას ასეთ მდგომარეობაში შვილის გვრდით ყოფნას კვლავ არ აცლიან".

ცოტნე გამსახურდიას უფლებადამცველი ჯაბა ჯკვარაცხელია „ფორტუნასთან" საუბარში ვარაუდობს, რომ მერაბ ამილახვარი ფეიქექაუნთია, რადგან ისეთ ფოტოებს და ინფორმაციას დებს, რაც მხოლოდ საქართველოს პრველი პრეზიდენტის მეუღლეს მანანა არჩვაძეს შეიძლება სცოდნოდა.

„აღშფოთებული ვარ, პალატაში ცოტნე გამსახურდიას ფოტოს არამართლზომიერი დანიშნულებით გადაღებისა და საჯაროდ უპასუხისმგებლო გავრცელების გამო. მოგმართავთ თხოვნით: ნუ წაახალისებთ ადამიანების უფლებების ხელყოფას. სანამ ცოტნე თავად არ გადაწყვეტს ამგვარი ფოტოს გავრცელებას. მანამდე მიზანშეწონილი არ არის პაციენტის პერსონალური მონაცემის მქონე ამგვარი გამოსახულების საჯაროდ გავრცელებას. უმორჩილესად გთხოვთ, პატივი ვცეთ ცოტნეს პერსონალურ სივრცეს", - ვკითხულობთ ანა ჯაბაურის განცხადებაში.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, მისსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაჭრეს. მას მჭრელი საგნით ჭრილობები გულმკერდსა და თავში ჰქონდა მიყენებული. ამჟამად, ცოტნე გამსახურია მკურნალობის კურსს თურქეთში გადის.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×