რეზონანსი
14.02.2020

(რეზონანსი) ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და მასთან ერთად დაკავებული სამი პირი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.

როგორც ირაკლი კაკულიას ადვოკატმა, ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 50 000-ლარიანი, ხოლო სხვა დაკავებულები 30-30 ათას ლარიანი გირაოთს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სიმართლე   (15.02.2020)
სამაგიეროდ თბილისის ყოფილი მერი შეაბრუნეს ციხეში 5-ჯერ ნაკლები კორუფციული ბრალდებით,ესაა ქოცური სამართალი!!ხო მარნეულის "უდანაშაულო"მერსაც ყველა ბრალდება მოუხსნეს,ეს საერთოდ ფანტაზიის სფეროდანააა!!სამართლიანობა აღსდგა არა ქოც-ტროლებო???


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×