რეზონანსი
14.02.2020

(რეზონანსი) რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა და გავრცელებული ინფორმაციით, სამი მუშა მოიყოლა. ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორი მუშა მსუბუქად დაშავდა, ერთის გადაყვანა გახდა საჭირო.

"დღეს დილით, რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს, სამუშაო ობიექტის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.

ნგრევაში დასაქმებულები მოჰყვნენ, მათგან ერთი მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთი დაშავებული ქუთაისის რეფერარულ საავადმყოფოშია გადაყვანილი" -ნათქვამია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია მხოლოდ ერთი მუშა. გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×