რეზონანსი
14.02.2020

მარნეულის ცენტრში ოთხმა მამაკაცმა არასრულწლოვანი გოგო გაიტაცა. ამის შესახებ თვითმხილველები „მთავარ არხს" უყვებიან.

მათივე თქმით, არასრულწლოვანს, რომელიც ერთ-ერთი შენობიდან გამოვიდა, სადაც ის სასწავლებლად პედაგოგთან დადიოდა, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ამ წუთებში ბავშვის მშობლები პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებიან და პოლიციისგან რამე ცნობას ელოდებიან.

გოგონას მეგობრები ყვებიან, რომ გამტაცებლებიდან ერთ-ერთი იყო ბიჭი, რომელიც მას სოციალურ ქსელში წერდა. გოგონას მასთან ურთიერთობა არ უნდოდა.

პოლიციაში სახალხო დამცველიც მივიდა. ის აცხადებს, რომ არასრულწლოვნის გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა. მისი თქმით, ეს ფაქტი, შეიძლება სხვა მოზარდებისთვის, რომლებსაც სწავლა უნდათ, შიშის საფუძვლად გადაიქცეს.

მომხდარზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×