რეზონანსი
14.02.2020

“შეაჩერე კორუფციას” დამფუძნებელი, ცოტნე გამსახურდიას მეგობარი, ვატო გელაშვილი, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ფოტოს და წერს:

“ცოტნეს სურათი, რომელიც გავრცელდა და რომელიც მეც დავდე ისე, რომ არც დავფიქრებულვარ, გაავრცელა ქ-მა მანანამ, მისი ნებართვის გარეშე, რაც არის პაციენტის უფლებების დარღვევა.

ცოტნეს ვინც იცნობთ, ალბათ, ყველამ იცით, რომ არ ესიამოვნებოდა ამ სურათის სოციალურ ქსელში გავრცელება.

ბევრ დეტალებზე საუბარიც კი მეუხერხულება რაც ცოტნეს ირგვლივ ხდება. ერთს ვიტყვი მარტო, რომ იქაური ექიმების დაკვირვებითაც და ზოგადად ცოტნეს ჯანმრთელობისთვისაც, ანას, მის მეუღლეს, მიეცა საშუალება უფრო მეტ ხანს იყოს მის გვერდით, ვიდრე სხვა ოჯახის წევრებს”, - დაწერა ვატო გელაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×