რეზონანსი
14.02.2020

ჩინეთის დედაქალაქის ადმინისტრაციამ პირებისთვის, რომლებიც ქვეყნის სხვა რეგიონიდან პეკინში შევლენ, აუცილებელი ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების საკითხზე მომუშავე პეკინის სამუშაო ჯგუფმა გაავრცელა.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყველა პირი, ვინც დედაქალაქს დატოვებს, უკან დაბრუნებისას ორი კვირის განმავლობაში სახლში უნდა დარჩნენ და იყვნენ დაკვირვების ქვეშ, ან შეუძლიათ მოთავსდნენ კოლექტიური კარანტინის ზონაში. იგივე წესები ვრცელდება ქალაქის ყველა სტუმარზე.

აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობის შემთხვევაში, პირი პასუხს აგებს ეროვნული კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (15.02.2020)
უსმინეთ,უყურეთ როგორ იქცევიან ისწავლეთ რამე როგორმე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×