რეზონანსი
14.02.2020

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე იტალიური ტიპის ეზოში სახლის მიშენებაში ხანძარი გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 3 კვადრატული მეტრი ფართობის ჭერი დაიწვა.

უწყების ინფორმაციით, შენობიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს, მათგან ერთ-ერთი მსუბუქად არის დაშავებული და სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბიჯოს!!!   (15.02.2020)
ამასწინებზე წავიკითხე,რომ სადღაც ვიღაც ძმებმა ქართულ ხაჭაპურს,კერძოდ აჭარულს,პიცა დაარქვესო და ჩვენ კი თბილისურ ეზოს იტალიურს ვეძახით.ამიტომაც ბედავენ ამდენს.

ბიჯოს!!!   (15.02.2020)
თბილისში არსებობს მხოლოდ თბილისური ეზო.ძნელია ამის დამახსოვრება ან ამასთან შეგუება?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×