რეზონანსი
16.02.2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში წუხელ მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობაა. მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის მამაკაცი, ხოლო მსხვერპლი 24 წლის ქალია.

მკვლელობის დეტალებზე ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

როგორც ადგილობრივებმა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას განაცხადეს, ცოლ-ქმარი ბოლო პერიოდში, ერთად არ ცხოვრობდა. მამაკაცმა, ყოფილი მეუღლის ტელეფონში, შეტყობინებები ნახა, რის შემდეგაც ცოლი, შვილის, ცოლის დის და სიდედრის თვალწინ მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა დანით, ყელის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.

გარდაცვლილს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს სიდედრის ცემის ფაქტზე, 6 თვით თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა. ის ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (16.02.2020)
აბა დღეს მერამდენეა, ჯერ არ გათებებულა და უკვე ორი გაასაღეს. არაუშავს დღე კიდე წინაა, რა არის დღეში ოთხი ხუთი ტრუპი. ვანოს ორი გვამი ჭირდებოდა, ხიხოს დღეში შვიდი რვა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×