რეზონანსი
16.02.2020

(რეზონანსი) მაია ორჯონიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:

„მეგობრებო, ვიცი ძალიან ბევრს გაეხარდება, როცა გაიგებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა - ის თვალებს ახელს და კიდურებსაც ამოძრავებს. ჯერ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ დინამიკა ისეთია, რომ ამ მხრივაც მალე შედეგი უნდა დადგეს.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა მანანა არჩვაძის დაუოკებელი ჟინი უკვე კომიდან გამოსული ცოტნეს გვერდით ჯდომისა, რამაც ცოტნეს ჯანმრთელობაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინა-როგორც კი ბიოლოგიური მშობელი დაინახა, ისევ დამძიმდა და ღრმა ძილში გადავიდა.

ამის შემდეგ ანა ჯაბაურმა ექიმებს მოსთხოვა, რომ გაეთვალისწინებინათ მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობა და შესაბამისად ნებისმიერი ფაქტორი, რაც ცოტნეს მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა-გამოერიცხათ. ბუნებრივად დადგა საკითხი, რომ მანანა არჩვაძისთვის მისი შვილის პალატაში ყოფნა შეეზღუდათ, რასაც ისევ მოყვა არჩვაძის ისტერიკა და მუქარები. ექიმები იძულებულები გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ და 24 საათიდან 8 საათი მანანა არჩვაძე ისევ ცოტნეს პალატაში ატარებდა. ამის შედეგად პაციენტის რეაბილიტაციის პროცესი ისევ დამუხრუჭდა, მანანა არჩვაძე ხედავდა-როგორ უსიტყვოდ იტანჯებოდა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მისი შვილი მანანას გვერდით ყოფნის გამო, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიდა. ბოლოს მოხდა ისე, რომ რამდენიმე დღე მხოლოდ ანა იყო ცოტნეს გვერდზე და რეაბილიტაციის დინამიკა ისევ გამოსწორდა-უკვე ბევრად საგრძნობლად. რამდენიმე დღეში მანანა ისევ გამოჩნდა პალატაში და ყველაფერი წრეზე დაბრუნდა, ცოტნეს მდგომარეობა ისევ დამძიმდა!

საკუთარი შვილის ასე გატანჯვა როგორც ჩანს-მანანა არჩვაძის მიზანს წარმოადგენდა, თორემ შვილის ჯანმრთელობაზე მეტად მისი პალატაში ჯდომა რატომ უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი?! ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ამას ვერასოდეს გაიგებს.

ბოლო რაც მოხდა ისააა,რომ რამდენიმე დღის წინ მანანა არჩვაძემ მობილურიდან ფოტო გადაუღო ძილში მყოფ ცოტნეს და ფეისბუკზე (!) დააპოსტინა "მანანისტებად" ცნობილ თავის აგრესიულ ამალას,რაც ეთიკურ ნორმებს რომ თავი დავანებოთ-იმ კლინიკის წესების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა,რომელშიც ცოტნე იწვა,რადგან პაციენტისგან უნებართვოდ მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ასაჯაროვებდა.როცა ამას სკანდალი მოჰყვა-არჩვაძემ მისთვის ჩვეული უტიფარი ტყუილი იკადრა-ეს სურათი მე კი არა-ანა ჯაბაურმა გადაუღო და ფეისბუკზეც მან განათავსაო. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და მანანას მიერ თავის კედელზე გაზიარებული მძინარე ცოტნეს ვიდეო-სქრინი უტყუარი მტკიცებულებაა იმისა,რომ არჩვაძე მორიგ ჯერზე ცრუობს!".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ლალი   (17.02.2020)
რა უნდა ამ ქალს, შბილს ეზიზღება და სასთუმალთან რატომ უზის? მაინცდამაინც გული უნდა გაუხეთქოს ცოტნეს? ჯერ ზვიადი მოინელა, ეხლა ცოტნეზე გადზვიდა, აცალე ქალო იცოცხლოს ცოტნემ...

ჭორლეონე   (16.02.2020)
ეს ქალი რით ვერ ჩაძაღლდა ეს ბოზის გაგდებული. ჯერ ზვიადი და მთელი ქვეყნის საქმე დაღუპა ახლა კიდე შვილს ერჩის

ლინდა   (16.02.2020)
ამ დედაკაცის წვლილი დიდია ზვიადის განადგურებაში.ეხლა ცოტნეს განადგურებისაკენ ილტვის, დედა, რომელიც შვილს უჩივლებს ბინის გამო , ის დედად ვერ აღითქმება. ის გამოშტრებული ე.წ. ზვიადისტი ქალები კი სჯობია გონს მოეგონ, სირცხვილია!!!!!!!!!!!!!!1


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×