რეზონანსი
16.02.2020

(რეზონანსი) კორპორაცია „ფეისბუქი" ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს სოციალურ ქსელში კონტენტის უსაფრთხოების შესამოწმებლად. „დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ კორპორაციის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მას კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებია. თუმცა, აღნიშნა, რომ ეს ბიუჯეტი გაცილებით მეტია „ფეისბუქის" შემოსავლებზე, როდესაც ის ბირჟაზე გამოვიდა 2012 წელს.

კორპორაციის მეთაურის თქმით, კომპანიის გუნდი და მის მიერ შემუშავებული ავტომატიზირებული საპროგრამო უზრუნველყოფა ყოველდღიურად, მილიონზე მეტ ყალბ „ექაუნთს" ბლოკავს, რომელტა შორის უმეტესი მათგანის აღმოჩენა ხდება მათი დარეგისტრირებიდან რამდენიმე წუთში.

ცუკერბერგის განცხადებით, 35 ათასი სპეციალისტი აანალიზებს პოსტების შინაარსს და კონტენტის უსაფრთხოებით არიან დაკავებულია.

მარკ ცუკერბერგის თქმით, ამჯერად, კორპორაცია გაცილებით უკეთესად არის მომზადებული და არ დაუშვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რაიმე სახის ჩარევას.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×