რეზონანსი
16.02.2020

(რეზონანსი) გუდაურში მომხდარი მკვლელობის შესახებ, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსის" ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა თაზო გორთამაშვილია, რომელიც გუდაურში სეზონური სამუშაოსთვის იყო ჩასული.

მოკლულ ახალგაზრდას ტყვია სამჯერ ესროლეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდა ერთი მამაკაცი, რომლის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევის მონაწილეები ერთი სამეგობროს წევრები იყვნენ.

ცოტა ხნის წინ კი, გახდა ცნობილი, რომ პოლიციამ საქმეზე ბრალდებული უკვე დააკავა.

1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მული) ბრალდებით, ცხელ კვალზე, გუდაურში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. გადაყვანილია საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: გვანცა წულაია

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ნინო   (17.02.2020)
................ზოგი იმისთანა სიბრძნეს დააფრქვევს, იტირებ კაცი!.............. ბიჭი მოკლეს, რა დროის ყელყელაობაა!

ჭორლეონე   (16.02.2020)
ეს მერემდენეა დღეს. გაგებით მოვეკიდოთ. მედეა-ენძელა სადა ხარ, რამე პროგრამა ხო არ გაქ დღეის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×