რეზონანსი
16.02.2020

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მცირე ზომის ტურისტულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია ოთხი ადამიანი.

თვითმფრინავი ავერონის დეპარტამენტში, აეროდრომის მახლობლად ჩამოვარდა.

წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა. დაცემისას თვითმფრინავს ცეცხლი მოედო.

დაღუპულები მფრინავი და სამი მგზავრი არიან.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×