რეზონანსი
16.02.2020

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

ადგილზე რვა სახანძრო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა, ასევე რა ზარალი მიადგა კერძო მესაკუთრეებსა და იმ მოვაჭრეებს, რომლებსაც ბაზრობაზე მაღაზიები ან დახლები აქვთ. ამ დროისთვის ასევე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზიც.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×