რეზონანსი
17.02.2020

თბილისის მერიამ „სითი პარკისგან“ ჯარიმები გამოისყიდა, - ამის შესახებ გადაცემა „კვირის თემაში“ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კალაძემ კომპანიისთვის გადახდილ თანხებზე ისაუბრა და განმარტა, რომ თბილისის ბიუჯეტიდან „სითი პარკს“ არაფერი მიუღია. მისი თქმით, მერიამ „სითი პარკს“ მორიგების სანაცვლოდ 4 მილიონ 300 ათასი დოლარი გადაუხადა. 

„ჩვენ მოვისმინეთ ცრუ განცხადებები, თითქოს ეს თანხები იყო ბიუჯეტიდან წასული. ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ წასულა. ეს იყო ის თანხები, რომელიც იმ კონკრეტული კომპანიის ჯიბეში უნდა წასულიყო. ჩვენ ორი წელია, რაც შევწყვიტეთ ეს ხელშეკრულება, რომელიც, თუ არ ვცდები, 2025 წლამდე იყო და ის თანხები, რომელიც უნდა წაეღო იმ კომპანიას, ზუსტად იმ თანხებით მოგვიწია გარიგება და ის, რომ ისინი არბიტრაჟში არ მიდიან“, - განაცხადა კალაძემ.  

მან ასევე აღნიშნა, რომ 2007 წელს, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაფორმებით მერიას არანაირი ფინანსური სარგებელი არ მიუღია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Levani   (17.02.2020)
18 jarima mkonda romelic 4500 lari gamixades da dgesac kadaga magevs kvelgan. Neta gamiukmdeba?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×