რეზონანსი
17.02.2020

ახალშობილის გაყიდვის მცდელობა 13 000 დოლარად – გასულ კვირას ამ ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. ქალი, რომელსაც სამშობიაროში ბავშვის მოშორების ნაცვლად მისი გაყიდვა შესთავაზეს, ამ დრომდე გირაოს, 2 000 ლარს ვერ იხდის. 

„37 წლის არის, ძიძად მუშაობდა. მისი ფეხმძიმობის შესახებ ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ. ჰყავს სტუდენტი ქალიშვილი, არც მან იცოდა ფეხმძიმობის შესახებ. მას უმამოდ ზრდის, დღე და ღამ მუშაობს.

ამ სოციალურმა ფონმა დანაშაულამდე მიიყვანა. ძალიან სტრესულ მდგომარეობაშია. დაუძლურებულია.

გაანალიზებული აქვს, რომ ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდა, როგორც მოშორებით, ასევე გაყიდვით“, – განაცხადა ადვოკატმა ნათელა ჩერქეზია „იმედის კვირაში“, თუმცა მისი სახელი და გვარი არ დაასახელა.

ბრალდებულებმა, დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.

საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
medea   (17.02.2020)
ბავშვი კარგ ოჯახში უზრუნველად გაიზრებოდა, ბიოლოგიური დედა ფულით ხელს მოითბობდა, საქმის გამწესრიგებლებიც იხეირებდნენ--რა არის ამაში უ ჩ ვ ე უ ლ ო და დასაძრახი, რატომ აპატიმრებენ ამ ხალხს? რა--ცუდი საქმე გაკეთდა? ტრეპიფინგია ეს? უშვილო ოჯახების გაბედნიერებაა დანაშაული? მსოფლიოში ყველგან ხდება შვილად აყვანა--ბავშვი დედამ თუ არ დათმო--როგორ ა ი ყ ვ ა ნ ს მშვილებელი? 13 ათასად კი არ გაყიდა დედამ ჩვილი, არამედ გახარებულმა მშვილებელმა დ ა ა ს ა ჩ უ ქ რ ა მუცლად ტარების გამო!-ანჯელინა ჯოლი არ გასცემდა ფულს, ისე გაატანდნენ ბავშვებს? --დაშინდებიან ალბათ ორსული ქალები აწი, აბორტს ამჯობინებენ და გაძნელდება ტრამვირებულ ოჯახთა დაშვილიანება! დაუფიქრდით, რაზე ტეხთ ხმაურს ლიბერასტებო! ჩვენში მწვავე დემოგრაფიული პრობლემა გაითვალისწინეთ!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×