რეზონანსი
17.02.2020

(რეზონანსი) ჩვენი გადარჩენა დაიწყება მაშინ, როცა სრულიად ამოვირეცხავთ ამპარტავანი გონებიდან აზრს, რომ თითოეული ჩვენთაგანი, თუ საერთოდ ქართველი ერი რამის გამო წინასწარ გამოირჩია ღმერთმა - ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„თუ ქრისტიანები ვართ, უნდა გვესმოდეს, რომ წმინდა წერილი ანუ ბიბლია ცალსახად უარყოფს რომელიმე ადამიანის და მითუმეტეს ერის წინასწარ გამორჩეულობას ან რაიმე უპირატესობას ღვთის წინაშე. წინასწარ არავინაა გამორჩეული ღმერთისთვის. ყველა მხოლოდ და მხოლოდ მისი რწმენის და საქმის მიხედვით გამართლდება ან დაიღუპება. ჯერ კიდევ მოსეს რჯული ამბობს: ... უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს. (2 რჯული 10,17), ასევე უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან უფალთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა, თვალთმაქცობა და ანგარება. (2 ნეშტ. 19,7) და საბოლოოდ ამასვე გვიდასტურებს დიდი პავლე მოციქული რომაელთა მიმართ წერილში: მიკერძოება უცხოა ღმერთისთვის (რომ. 2,11). ასე რომ, ჩვენი გადარჩენა დაიწყება მაშინ, როცა სრულიად ამოვირეცხავთ ამპარტავანი გონებიდან აზრს, რომ თითოეული ჩვენთაგანი თუ საერთოდ ქართველი ერი რამის გამო წინასწარ გამოირჩია ღმერთმა. ასეთი ამპარტავნული აზრები დიდი ცოდვაა და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბიბლიას" - წერს თამაზ ლომიძე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Vaa   (17.02.2020)
Mamao, am logikit patriotizmic ampartavnobaa


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×