რეზონანსი
17.02.2020

(რეზონანსი) გუდაურში მოკლული 28 წლის ბიჭი თამაზ გორთამაშვილია. ახალგაზრდა მამაკაცი, თბილისში ცხოვრობს. გუდაურში კი, სეზონური სამუშაოსთვის იყო ჩასული.

თამაზ გორთამაშვილს სამი ტყვი ესროლეს, რის გამოც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაპირისპირებისას დაშავდა 26 წლის დავით სეთურიძე, რომლის მდგომარება ამ დროისთვის უმძიმესია.

გუდაირში თამაზ გორთამაშვილს ბევრი იცნობდა. ის აქტიური სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა და სნოუბორდძე სრიალს ასწავლიდა კურორტზე ჩასულ დამსვენებლებს.

"თა­ზიკ... არ მჯე­რა და გე­ლო­დე­ბი ისევ, სა­ი­დან­ღაც მოხ­ვალ და ისევ ისე თბი­ლად გაგ­ვი­ღი­მებ... მიყ­ვარ­ხარ ძა­ლი­ან, ნა­თელ­ში იყოს შენი ლა­მა­ზი სული"

"თბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი, ყვე­ლას რომ უყ­ვარ­და და ვი­ღაც ლა­ჩარ­მა არა­კაც­მა ტყვი­ით მო­უს­წრა­ფა სი­ცო­ცხლე" - წე­რენ გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს, 39 წლის მა­მა­კა­ცი პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.კ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა (108-ე მუხ­ლი) და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის (19-109- მუხ­ლი) ბრალ­დე­ბით, ცხელ კვალ­ზე, გუ­და­ურ­შივე და­ა­კა­ვეს.

მას 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
რრრ   (18.02.2020)
რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულს ის თავს იცავდა!!! არ ვიცი ეს ბიჭი ვის უყვარდა და ვინ იყო საერთოდ მაგრამ ის რაც კადრებში ჩანს ნამდვილად არაა განძრახ მკვლელობა!!! ეს აუცილებელი მოგერიებაა!!! ამდენი ადამიანი დიახაც გარდაუვალი სიკვდილისათვის იმეტებდა და რა უნდა ექნა თავი არ დაეცვა თუ დალოდებოდა როდის მოუღებდა ეს გაბოროტებული ბრბო ბოლოს!!! გამოჯანმრთელება მას და კარგად ყოფნა მინდა ვუსურვო!!! ის დამნაშავე არაა!!!

ია   (17.02.2020)
კი ციოდა,მაგრამ აქეთ მას რომ მოეკლა ის,მაშინაც ხომ იგივეს იტყოდიღ მკვდარზე

სუხო   (17.02.2020)
გარდაცვლილზე არ უნდა თქვა არაფერი მარა რაც კადრები გავრცელდა იქიდან გამომდინარე ამ კაცზე კარგს ვერ იტყვი შაკლებივით უვარდებიან ბრალდებულს კიდე კარგად მოუთმინა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×