რეზონანსი
17.02.2020

(რეზონანსი) 8 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ ავარიის შედეგად ახალციხეში დაშავდა, გვიან ღამით თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა - ბავშვი კომაშია და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

"ამ წუთებში პაციენტი მართვით სუნთქვის აპარატზეა, შესაბამისი მედიკამენტოზური მხარდაჭერის ქვეშ. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ველოდებით პასუხებს. კონსულტირებულია პაციენტი ტრავმატოლოგის მიერ, იმყოფება ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ეტაპზე სასიცოცხლო პარამეტრებს ინარჩუნებს, მისი მდგომარეობა მძიმეა, საყურადღებო," - ამბობს ექიმი რეანიმატოლოგი გიორგი ქიქავა.

მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა კიდევ ორი არასრულწლოვანი.

ავარია ახალციხეში გუშინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მეორე მანქანას შეეჯახა.

რუსთავი 2

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×