რეზონანსი
17.02.2020

(რეზონანსი) საქართველოს პატრიარქმა იორდანიაში კრებაზე დელეგაციის გაშვებაზე თავი შეიკავა. ილია მეორემ ამის მიზეზები მსოფლიო პატრიარქისადმი მიწერილ წერილში ახსნა.

„თქვენი წერილებიდან ჩანს ისიც რომ ძალისხმევა არ დაგიკლიათ, რათა მსოფლიო პატრიარქს მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში, მაგრამ ვინაიდან მან და ზოგიერთმა ეკლესიის მეთაურმაც არ ისურვეს ეს, იმ მიზანს, რაც თქვენ გაქვთ, და რაც ყველა ჩვენგანის სურვილიცაა, შესაძლოა დაბრკოლებები შეექმნას. ჩვენ ვიზიარებთ თქვენს პოზიციას და ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შეხვედრა და საერთო მსჯელობა, მაგრამ ეს ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს, თუ გვსურს შედეგი მივიღოთ, ხოლო თუ ერთობა ვერ შედგება, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ჩამოსვლისგან", - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ. მათი თქმით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციის მონაწილეობა იორდანიაში დაგეგმილ ე.წ საერთო კრებაზე მიუღებელია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×