რეზონანსი
17.02.2020

(რეზონანსი) სოფელ ყარაჩალაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. „მთავარი არხის" ინფორმაციით, გვიან ღამით ტაქსის მძღოლი გაიტაცეს, მოკლეს და მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

მომხდარის შესახებ სოფელში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, რომ ტაქსის მძღოლი გაიტაცეს და ცოცხლად დაწვეს. კიდევ ერთი პირის მონაყოლის თანახმად, კი მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ მისივე მანქანაში ჩასვეს და ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.

ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ და ადგილობრივებს შემთხვევის ადგილზე მიახლოებას უკრძალავენ.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (17.02.2020)
მედეა სადა ხარ...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×