რეზონანსი
17.02.2020

 (რეზონანსი) საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმეზე ისაუბრა:

"ხორავას ქუჩის საქმეზე არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია და არ მქონია, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ვყოფილვარ. მე ვიყავი მთავარი პროკურორი და შესაბამისად, მთავარ პროკურორს არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გააჩნია. რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, არაერთხელ განვმარტე ის მიზეზები, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება ამ მართლაც მძიმე საქმეზე მძიმე სიტუაცია იყო შექმნილი. საზოგადოებაში ამ საქმის მიმართ გარკვეული კითხვები იყო. ირაკლი შოთაძეს არანაირი დაინტერესება არ ჰქონია, რომ რომელიმე თანამდებობას ჩასჭიდებოდა. ჩემთვის თანამდებობები მეორეხარისხოვანია და არის შესაძლებლობა, რომ ჩემს ქვეყანას ვემსახურო. როგორც ამას ვაკეთებდი მაშინ, როდესაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობა დავიწყე, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი", - განაცხადა შოთაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (17.02.2020)
მალე დასახვრეტს გაგხდის ხიხო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×