რეზონანსი
18.02.2020

14 თებერვალს, 20 წლის სამტრედიელი გოგონა „აჭარულის“ ცეკვის დროს გარდაიცვალა. შემთხვევა მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც ანა ენგიბარიანი საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ გულის შეტევა სახელდება.

მისი ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში სწორედ დაბადების დღეს ეძღვნება.

„20 წელიც შემომეპარა“ - წერდა ანა. 

 „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, რესტორანი სადაც ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა მამამისის, მიშა ენგიბარიანის საკუთრება იყო.

ანა ერგიბარიანი სამტრედიაში დაიბადა და 15 წლის წინ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. გარდაცვლილი პროფესიით ეკონომისტი იყო და 2017 წლიდან რუსეთის ეკონომიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა.

პრაიმტაიმი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
მარინე რუაძე   (18.02.2020)
რა საშინელებაა სიცოცხლის ასე თი ტრაღიკული დასასრული.ასე ახალგაზრდა პატარა გოგონასთვის ,მას ხომ მთელი ცხოვრება წინ ქონდა.ნათელი გქონდეს მარადიულ სასუფეველში.ვუსამაძიმრებ ოჯახს.😪😪😪😪😪😪

ნატალია ქაჯაია   (18.02.2020)
ნათელი ქონოდეს ამ ჩემებურს გული მატკინეე რაიყოო იქნებ მაამ ერთი ტაბლეტი გიშველოდა აა რავიცი გული მეტკინა ასე უცებ მოწმენდილ ცაზე რა მოხდაა ნათელი შენს ანგელოზ სულს გამძლეობა მშობლებს აფსუსს😥😥😥😥🤔🙏🙏🙏🙏😥😥😥

Zizi.   (18.02.2020)
Angelozi,angelozad wavida.nateli mis lamaz suls.

ია რუსისვილი.   (18.02.2020)
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.მშობლებს და ახლობლებს გაგეზლოთ ამ დიდი უბედურებისთვის.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×