რეზონანსი
18.02.2020

ჩინეთის ქალაქ უხანში, „უჩანის“ საავადმყოფოს მთავარი ექიმი კორონავირუსის გამო გარდაიცვალა. ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს. ლიუ ჩჟიმინი სამედიცინო დაწესებულების პირველი ხელმძღვანელია, რომელიც კორონავირუსის გამო გარდაიცვალა.

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ჯერ სოციალურ ქსელში გაჩნდა. თუმცა, შემდეგ შესაბამისი პოსტი წაშალეს. სამშაბათის დილას კი ჟურნალისტები მის მეუღლეს დაუკავშირდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა ადგილობრივი დროით 10:30 საათზე ის ნამდვილად გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 1868-მდე გაიზარდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×