რეზონანსი
18.02.2020

16 თე­ბერ­ვალს გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მ.კ-ს გუ­შინ ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნეს ბრა­ლი. 39 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც 28 წლის თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო და აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლე. რო­გორც კად­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, მ.კ.-ს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ეს­ხა თავს და მის ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, თუმ­ცა რა უძღო­და წინ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას, უც­ნო­ბია. 

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლის, ნატა ქი­ტე­საშ­ვი­ლის პოს­ტი, რო­მელ­შიც ის წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და წერს, რომ მისი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა ამ ტრა­გე­დი­ამ:

"თა­ზოს ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე და...მოვ­კვდი... საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო ცოდ­ვა და­ა­დე­ბი­ნა ჩემს ქმარს... გა­ი­უ­ბე­დუ­რა თავი და ჩემი მე­უღ­ლეც გა­ა­უ­ბე­დუ­რეს.

თქვენ გგო­ნი­ათ მე­რა­ბი რომ გა­მო­ვი­დეს ცი­ხი­დან, ამ ბი­ჭის ცოდ­ვა ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლუ­რად გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს?! არა და არა!

ხო, მეც მო­მიკ­ლეს ქმა­რი! ის ისე­თი ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა რო­გო­რიც ადრე იყო! ისე­თი ლაღი და მხრებ­ში გაშ­ლი­ლი...

ქა­თამს ვერ კლავ­და ეს მთა­სა­ვით კაცი და კა­ცის მოკ­ვლა მის­თვი­საც სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სია, და­მი­ჯე­რეთ.

ავ­ღა­ნეთ­ში ერთი ჯა­რის­კა­ცი აუ­ფეთ­ქდა ნაღ­მზე, თვე­ე­ბი არ ეძი­ნა, სულ გი­ორ­გი ედგა თვალ­წინ, ის ბიჭი არ მომ­კვდა­რა გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ინ­ვა­ლი­დი დარ­ჩა და სულ მას­ზე დარ­დობ­და, ლო­ცუ­ლობ­და, კი­თხუ­ლობ­და მის ამ­ბავს... არ მო­ას­ვე­ნებს არას­დროს თა­ზო­ზე დარ­დი!" - წერს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
შამილ არაბული   (18.02.2020)
მართლა უწერიერესი ადამიანი მისი ზუსტად მესმის იმიტომ რომ ეს მისთვის იგივე სიკვდილია რაც მას შეემთხვა ვიცნობ ამ კეთილშობილ ადამიანს 9 თვე ერთ ყაზარმაში გავატარეთ

მაკა ჟვანია   (18.02.2020)
ძალიან ვწუხვარ, შორიდან იოლია ადამიანი გააკრიტიკო რაც არ გინახია იქ ვერ გაიგებ რა ხდებოდა, ამ დროს ვერაფერს იტყვი მტყუან მარტალი ვინ იყო და ვინ არა ეს ის ფაქტია კომენტარსაც ვერ გააკეთებ ძალიან მტკივა ვინც გარდაიცვალა იმაზე და ასევევ იმ ადამიანზე ვინც იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო მე ვიცი რომ ვინც მოკვდა ისიც გამშველებელი იყო.

მაია ნახუცრიშვილი   (18.02.2020)
რა კაცობაა ამდენი რომ ერთს ესხმის თავს? ვწუხვარ რომ ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, მაგრამ ადამიანმა თავი დაიცვა.

---------   (18.02.2020)
მეც ვიდეო რომ ვნახე თქვენი ქმარი შემეცოდა ,კაცი იძულებული გახადეს ასე მოქცეულიყო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×