რეზონანსი
18.02.2020

გუშინ 20 წლის გო­გო­ნა სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე, მოს­კო­ვის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში გარ­და­იც­ვა­ლა. წარ­მო­შო­ბით სამ­ტრე­დი­ე­ლი გო­გო­ნა ასე მძი­მედ და­ემ­შვი­დო­ბა მოს­კოვს, სა­დაც ბავ­შვო­ბა გა­ა­ტა­რა. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი თრომ­ბი გახ­და.

ენ­გი­ბა­რი­ა­ნე­ბი წლე­ბის წინ სამ­ტრე­დი­ა­ში ცხოვ­რობ­დნენ. ოჯახს სამი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს და ისი­ნი მოს­კოვ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 15 წლის წინ გა­და­ვიდ­ნენ, თუმ­ცა მშობ­ლი­ურ სამ­ტრე­დი­ას ხში­რად სტუმ­რობ­დნენ. ანა ენ­გი­ბა­რი­ა­ნი მოს­კო­ვის პლე­ხა­ნო­ვის სა­ხე­ლო­ბის ეკო­ნო­მი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო.

ახ­ლობ­ლე­ბი სამ­წუ­ხა­რო კო­მენ­ტა­რებს წე­რენ: 

"ეს რა უბე­დუ­რე­ბაა... გუ­შინ და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცე და დღეს ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას ვი­ზი­ა­რებთ... ანა­ნო სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, უსა­ზღვრო ტკი­ვი­ლია ყვე­ლას­თვის, ვინც შენ გიც­ნობ­და".

"თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გარ­და­იც­ვა­ლა... რა ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბაა, ასე ახალ­გაზ­რდა და ლა­მა­ზი... ღმერ­თო და­უმ­კვიდ­რე ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი" - წე­რენ ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
salome   (19.02.2020)
ufalma gaanatlos misi suli viziareb ojaxis mwuxatebas 😔😔😭

lekso kutaisi   (18.02.2020)
meored mosvlaa uehveli gavgijdi ra natelhi gamkopos hvilo upalma


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×