რეზონანსი
18.02.2020

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის სავაჭრო ცენტრში 10 დღის წინ მომხდარი თავდასხმის შემდეგ ისევ თავდასხმა მოხდა- შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით, რა დროსაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე კი მძიმედ დაიჭრა.

სროლა მოხდა სავაჭრო ცენტრის სილამაზის სალონში. გარდაცვლილი ადამიანი სწორედ ე.წ სილამაზის ცენტრში დასაქმებული თანამშრომელი იყო. პოლიციამ ამ დრომდე არ მოუხდენია ეჭვმიტანილი იდენტიფიცირება- ამ დრომდე უცნობია დააკავეს თუ არა თავდამსხმელი. სამართალდამცავთა თქმით, ბოროტმოქმედმა 7 ტყვია გაისროლა თავდასხმის დროს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×