რეზონანსი
18.02.2020

 (რეზონანსი) სასტიკი მკვლელობა გუდაურში - მერაბ კობიაშვილის საქმის პროკურორი ამბობს, რომ დანაშაულის მოტივი შურისძიებაა.

„მოტივი არის შურისძიება. საქმის მასალებითაც ირკვევა, რომ ბრალდებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ კუთხით გამოძიება მიმდინარეობს და გრძელდება. შურისძიების მოტივით ეს ადამიანი უკვე გასროლას ახორციელებს იმ პირების მიმართ, ვინც მის მიმართ კონფლიქტში მონაწილეობდა. ნაწილი დადგენილია, თუმცა, გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს როგორც ამ პირების დადგენა, ასევე სხვადასხვა გარემოებებზე გამოძიება. რა თქმა უნდა, ობიქეტურად შევაფასებთ ყველა იმ გარემოებას, რომელიც საქმის მასალებში, გამოკითხვებში, ვიდეომასალაში და ა.შ. იქნება და ამ საკითხსაც შემდეგ გადავწყვეტთ.

ბრალდებულს ბრალდება შეერაცხა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და ერთ-ერთი დანაშაულისთვის გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა", - განაცხადა ყაზაიშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×