რეზონანსი
18.02.2020

სამოქალაქო აქტივისტები პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია - პერფორმანსს მართავენ. აქცია-პერფორმანსით ისინი დღეს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დეპუტატებმა, რომლებიც აღნიშნულ ქმედებაში მონაწილეობენ მანდატი დატოვონ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - “ხოშტარია წადი“.

„როგორ შეიძლება ევროპული საქართველო გერქვას და ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნს აჟღერებდე? ჩვენ ვართ ქართველები, რომლებიც ევროპული საქართველოსთვის ვიბრძვით და ეს ევროპული საქართველო არის პარადოქსი“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციაზე მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი მივიდა,რომელიც ხმაურს აპროტესტებდა, თუმცა ინციდენტი მალევე ამოიწურა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×