რეზონანსი
19.02.2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სარჩელი უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის წინააღმდეგ. მოსამართლემ ნანა კაკაბაძეს მედიით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის სახით 1 ლარის გადახდა დააკისრა. 

კეზერაშვილმა ნანა კაკაბაძეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაკეთებული კომენტარის გამო უჩივლა, სადაც კაკაბაძე ამბობდა, რომ მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას „არა ნაციზმს“ კეზერაშვილი აფინანსებს. 

ნანა კაკაბაძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა, ვინაიდან არ თვლის, რომ მის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა კეზერაშვილის პატივი და ღირსება შელახა.

"ძალიან დიდია მისთვის მიყენებული მორალური ზიანის მოცულობა, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენი მოთხოვნა შემოიფარგლება სიმბოლური 1 ლარის დაკისრებით, ვინაიდან სიმბოლურია ისიც, რომ მან (ნანა კაკაბაძე) ცილისწამებად დავით კეზერაშვილისგან დაფინანსების მიღება განიზრახა“, - განაცახადა კეზერაშვილი ადვოკატმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×