რეზონანსი
19.02.2020

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები  თბილისში 90-იანი წლებიდან გაჩნდნენ. საქართველოს სახელმწიფომ დაახლოებით 3500 ოჯახის მიმართ ვალი 1998 წელს აღიარა, თუმცა  დაზარალებულებისთვის კომპენსაციის მიცემა წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა. 

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მისი მერობის პერიოდში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები სრულად დაკმაყოფილდებიან. 

დაზარალებული ოჯახების შერჩევა  ხდება სარეიტინგო ქულების მიხედვით. პირველ ეტაპზე სწორედ დაბალი სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახებს გადაეცათ ბინები. 

თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების  მართვის სააგენტომ ინტერესთა გამოხატვის  საფუძველზე  9 ლოკაციაზე უკვე გამოავლინა  გამარჯვებული, რომლებმაც საერთო ჯამში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს უნდა გადასცენ 58 300 კვ. მ ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობით.

ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებულია კიდევ ერთ მისამართზე:  სოფელ დიღომში, სადაც მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი შეადგენს 5616 კვ. მეტრს. 

კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის თაობაზე 2020 წლის 31 იანვარს გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა და შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ საიტზე - tbilisi.gov.ge

პროექტი განხორციელდება სოფელ დიღომში და მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი შეადგენს 5616 კვ. მეტრს. 

კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული პირებისთვის გადასაცემი ფართის (თეთრი კარკასის მდგომარებით) მინიმალური ოდენობაა 2,600 კვ. მეტრი. 

დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ყოველ სამუშაო დღეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მომსახურების სივრცეში (მის: ქ. თბილისი, ჟიული შარტავას ქ., N7). 

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 28 თებერვალი, 18:00 საათი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×