რეზონანსი
19.02.2020

ახალგაზრდების ჯგუფი „ევროპული საქართველოს" წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას მიერ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებს.

ელენე ხოშტარია ერთ-ერთ კაფეში იმყოფება, სადაც ახალგაზრდების ჯგუფი მივიდა და ელენე ხოშტარიასგან პასუხს ითხოვდა. მათი თქმით, საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერება საქართველოს შუარაცხყოფაა და ელენე ხოშტარიასგან ამ ფაქტის გამო ბოდიშის მოხდას და სადეპუტატო მანდატის დატოვებას ითხოვენ.

„ჩვენს პარლამენტში მიმდინარეობს საბჭოთა რუსული ჰიმნის გაჟღერება ქალბატონი ელენესგან და ვკითხეთ, ქალბატონო ელენე, მიგაჩნიათ თუ არა რომ ამ შემთხვევაში თქვენი საქციელი იყო შეურაცხმყოფელი საქართველოსთვის. მანდატი, როგორც მინიმუმ, არ უნდა გქონდეთ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას შეგიძლიათ, მოუხადოთ ბოდიში, თუ მიგაჩნიათ, რომ ეს არ იყო ლამაზი საქციელი" ,- მიმართა ხოშტარიას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოგვიანებით, ახალგაზრდებმა კაფე დატოვეს და აქცია მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს. შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.

ახალგაზრების ჯგუფმა ამ დროისთვის „ევროპული საქართველოს" ოფისთან გადაინაცვლა.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ არიან არც ერთი პარტიის აქტივისტები.

ადგილზე მოძრაობა „სირცხვილიას" წევრებიც მივიდნენ. ახალგაზრდების ჯგუფსა და „სირცხვილიას" წევრებს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ნორვე   (19.02.2020)
პუტინის აგენტი ნაცები ახლა წავლენ და პარლამენტში კიდევ ერთხელ გააცუებენ პროტესტის ნიშნად. ისე საინტერესოა ცუილით პროტესტის გამოხატვა სადმე მომხდარა თუ არა? მე მგონი არა. ამიტომ გინესის წიგნშია შესატანი. გოცირიძე კუპონას უთქვამს ქალებმა გააცუეს და მეტი ვერ შეძლესო. ამიტომო, ჩვენ დაშნაკ-პუტინისტი მამაკაცები იძულებული ვართ ლობიონაჭამები გამოვცხადდეთ პარლამეტში და მყრალი კუილით გამოხატოთ პროტესტიო. აი, როგორი ერთგული კაცია ცმაცუნა.

სიმართლე   (19.02.2020)
ეკა ხოფერიას გადადგომას ითხოვენ ქართველი "პატრიოტი"ქოც ზონდერები,რომლებიც გავრილოვის აქციების ჩაშლას ცდილობდნენ რაც რეალური რუსეთის ძალის შემოყვანა იყო,ახლა გაშარჟება მართლა პოლიტ-ბიუროს მსგავსი სხდომის, თურმე აღაგძნო მათი "პატრიოტული"სული, იმას ვერ ხედავენ პუტინს რომ უძვრებიან მათი ბატონები და ოხ როგორ აღშფოთდნენ თბილისელი ბიჭებიიი!!!ვაი თქვენს პატრონს!!!

***   (19.02.2020)
თქვენი ტიტუშკა დედებს შევეცი მე საერთოდ აზრზე არ ხართ რას აპროტესტებთ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×