რეზონანსი
19.02.2020

ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში გენდერული ნიშნით 155 ქალი მოკლეს. ფემიციდის პრობლემის საპასუხოდ სისხლის სამართლის კოდექსს გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის კატეგორია დაემატა, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად ითვლება, თუმცა, მესამე სექტორი მოითხოვს, რომ კოდექსში ფემიციდზე ცალკე ჩანაწერი გაჩნდეს.

ქალთა უფლებადამცველები თანხმდებიან, რომ დღეს არსებული საკანონმდებლო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ის ვერ იქნება ეფექტური, თუ სახელმწიფო აქცენტს ფემიციდის პრევენციაზე არ გააკეთებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფემიციდის პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმი ცნობიერების გაზრდაა, რადგან საზოგადოება კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც, უმრავლეს შემთხვევაში, ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა გამართლებული ქმედებაა.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევები სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების ყველაზე უფრო რთულ სფეროს წარმოადგენს, რადგან ოჯახში ძალადობის შემთხვევების დიდი ნაწილი პოლიციისთვის მიმართვის გარეშე რჩება.

თანასწორობის იდეის პოპულარიზაციას მიიჩნევს ფემიციდის პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმად გაეროს წარმომადგენელი საქართველოში.

პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ მექანიზმად ცნობიერების ამაღლებას განიხილავს საქართველოს პრეზიდენტიც.

სალომე ზურაბიშვილი ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს მომავალ კვირას შეხვდება, სადაც, მისი თქმით, ფემიციდთან დაკავშირებულ ინიციატივებს განიხილავენ.

წყარო: “რუსთავი2“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
gvaramia   (20.02.2020)
ეს ყველაფერი თანასწორობის ბრალია,ქალების უმეტესობამ ეს ყველაფერი სხვანაირად გაიგეს,კაცებს გაუტოლეს თავი და სულ აიშვეს,ჯერ არის კაცი და მერე ქალი,თუ კაცი არ ვარგა კი ბატონო პირველი იყოს ქალი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×