რეზონანსი
20.02.2020

იუსტიციის სახლში 25 წლის სალომე ბოხუა ქმარმა გამოასალმა სიცოცხლეს. ახლობლების თქმით, იუსტიციის სახლში სალომე მყარი გადაწყვეტილებით მივიდა - მას მეუღლესთან განქორწინება ოფიციალურად სურდა. როგორც ირკვევა, ყველაფერი ისე წამებში მოხდა, 25 წლის გოგოს დახმარება ვერავინ შეძლო. შემთხვევის ადგილზე იპოვეს მკვლელობის იარაღი -  დასაკეცი დანა.  გიგა აბრალავას და სალომე ბოხუას ორი მცირეწლოვანი შვილი - რვა და ექვსი წლის გოგონები ჰყავთ.

"სალომე არაჩვეულებრივი გოგო იყო, ძალიან ლამაზი, კოხტა, ორ შვილს ზრდიდა, ძალიან მტკივა გული და მთელი დღეა ვტირი. რა ეშველება მის ულამაზეს შვილებს, რომლებსაც ასე საცოდავად მოუკლა დედა, საზიზღარმა დამნაშავემ უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი. ოჯახში რა ხდებოდა, არ ვიცოდით, თითქმის 10 წელია გათხოვილია და არაფერს ამბობდა, თურმე საშინელ დღეში ჰყავდა. ეჭვიანობდა, რადგან ლამაზი გოგო იყო. როგორც ჩანს, ძალიან რომ გაუჭირდა და გაუსაძლისი გახდა იმ არაკაცთან ცხოვრება, მერე წამოვიდა, ერთი თვეა წამოსულია, ახლა უამრავი ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული. 

სალომე უპატიოსნესი გოგო იყო. პატარა გათხოვდა. თქვენ არ იცით, მამამ რა სიმწრით გაზარდა, დედამისი სახლიდან რომ წავიდა, სალომე პატარა იყო, მშობლები გაშორდნენ და სალომე მამამ გაზარდა. თავს ევლებოდა ერთადერთ გოგოს, ელოლიავებოდა და ფაქტობრივად, თვალწინ მოუკლა იმ არამზადამ...  ახლა ვინ უნდა გაზარდოს ეს პატარები. გიჟი დედა იყო, შვილებს არაფერს აკლებდა", - განუცხადა "კვირის პალიტრას" სალომეს მეზობელმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Maka   (20.02.2020)
Umkacresi sasjeli ekutvnis, asaxsneli araperia akk mkvlelebsatvis uceb sikvdili baramo aaa. ...wamebashi unda amoxadon sulii, mashin mixvdeba da MIxvdebian sulis sicocxlis passaccc😠😠😠😠raoden mware da Ramdenad dviroasi yopilaaa..gmertis risxva dagatydeba tavs.

lekso kutaisi   (20.02.2020)
hen dedas hevtxare he gandono hagatesle mag ahkebhi he bozo


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×