რეზონანსი
20.02.2020

ვახტანგ გომელაური ყველა საქმეს მაღალი პასუხისმგებლობით უძღვებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მათიკაშვილმა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნის ფაქტი შეაფასა.

„ვახტანგ გომელაური იყო წარმატებული ყველა პოსტზე, რომელიც მას ეკავა. ის წარმატებულია, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით, ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციის საკითხი, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი – ეს არის გლობალური თემები, რომელიც ჩვენ ქვეყანას, როგორც ერთგვარ რეგიონალურ ცენტრს ახასიათებს. აქედან გამომდინარე შეირჩა გომელაურის კანდიდატურა. ის ყველა საქმეს მაღალი პასუხისმგებლობით უძღვებოდა და ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ის თავის საქმიანობას გააგრძელებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×