რეზონანსი
20.02.2020

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად არც ერთ საერთაშორისო ინსტანციას არ უღიარებია და მას ადვოკატები ატყუებდნენ.

"რაკი ის უკვე თავისუფალია, უფრო მწვავედ შევაფასო მისი ადვოკატების საქმიანობა საერთაშორისო დონეზე. კვირა ერთი იყო და ისინი ტელევიზიის საშუალებით უთვლიდნენ ტყუილებს, რომ შენ გაღიარეს პოლიტპატიმრად, რაც იყო სიცრუე", - განაცხადა თეა წულუკიანმა და დაამატა, რომ ასევე ტყუილი იყო ის ინფორმაცია, რომ პოლიტპატიმრის სტატუსის გამო მერაბიშვილი ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდებოდა. მისი თქმით, ეს რომ სიცრუე იყო, გამოჩნდა, რადგან ვანო მერაბიშვილი მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც სასჯელი სრულად მოიხადა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლინდა   (20.02.2020)
არარაობა და აყროლებულო ქალუკავ, რატომ კანკალებ?????


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×