რეზონანსი
20.02.2020

ფეისბუქ-გვერდზე "ფოთი ჩემი ქალაქია" ადგილობრივი მკვიდრი შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს:

„პატარა მყავს და მაღალი სიცხე ჰქონდა ღამით. წავიყვანე ფოთის საავადმყოფოში... ექიმის პროფესიონალიზმზე ცალკე და ექთნის დამოკიდებულება-მიმართვაზე ცალკე სასაუბროა. პირველ რიგში, დავწერ იმაზე, რამაც გვაიძულა სასწრაფოდ დაგვეტოვებინა იქაურობა. ეს არის ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნი დერეფანში, განსაკუთრებით დასაყოვნებელ პალატაში, სადაც დილამდე უნდა ვყოფილიყავით. ეს ყველაფერი იქ, სადაც იდეალური სისუფთავე უნდა იყოს. 

და კიდევ, დიდი თუ პატარა ყველა ერთადაა პალატაში. სასოწარკვეთილი და გაბრაზებული ვარ საშინლად! სირცხვილია ასეთი საავადმყოფო, სადაც არ უნდა იყოს ის“.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×