რეზონანსი
20.02.2020

(რეზონანსი) ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ვანო მერაბიშვილს, აერია რამდენი წელი იხდიდა სასჯელს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მან თქვა, რომ საპატიმროში 9 წელი და 6 თვე იჯდა.

„ზუსტად 9 წელი და 6 თვე ვიყავი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში, კმაყოფილი ვარ იმით, რომ არ წავედი კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, ჩემი საკუთარი თავის წინაშე", - ეს არის პირველი სიტყვები, რომელიც ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ თქვა.

რეალურად კი, იგი 2013 წელს დააკავეს და სასაჯელს 6 წელი და 9 თვე იხდიდა.

საერთო სასამართლოებში მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეები და სასჯელის ვადები ასე გამოიყურება:

1."აკურას" ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - 2 წელი და 3 თვე;

2. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა - 3 წელი;

3. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს - 4 წელი და 6 თვე;

4. მითვისება-გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა - 5 წელი;

5. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება - 6 წელი და 9 თვე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (20.02.2020)
ისე ყველაზე ღირსეულად ეს მოიქცა. არც საპროცესო გაუფორმებია, არც უღიარებია, არც უგულავასავით გაყიდულა არც თავისი ყლექუდა ბოსივით არ გაქცეულა. შენი ცოლი უნდა მჯდარიყო მანდ შე ივანე. აფსუს გადააყოლეთ ქვეყანა სანდრო გვირგვლიანის მკვლელებს. მაგარი ყლეები ხართ

ლინდა   (20.02.2020)
ვირთხა თაკო! რას ნიშნავს, რომ ტყვიგამოჭყლეტილი არსება ხარ, ყველანაირ სულელურ ჭორების, რომ გჯერა, ნადვილად მეცოდებით საცოდავო ქოცუნებო!

Tako   (20.02.2020)
Lindas matxovari shen xar mag mkvlelebs rom icav magatnairi uzneo dampali sulis adamiani xar.ramdeni xalxi chascca usamartlod tan rogor amzarebda shen nagavo da dampalo linda

ლინდა   (20.02.2020)
თქვე მათხოვრებო, რა გასაკვირია, 7 წელი ერთ პატარა დახშულ საკანში მარტოდ იჯდა, აღელვებულ კაცს, რაღაცა, რომ შეშლოდა, ეს გახარებთ თქვე გასაჭყლეტო თაგვებო!!!

ვოლოდია   (20.02.2020)
საერთოთ გადაკვევია იჯდა რო ციხეში ??? სახალწლო კუპატივით რომ გამოიყურება ციხის შემდეგ. რა ეტყობა მაგას ციხეში ჯდომის. მაგისმა ქცევამ და სისტემაში დანაშაულებებმა დაღუპა საქართველოს მომავალი. ისევ გაგრძელებს ივანიშვილის თამაშს, კასრზე მილიარდები დევს. ბანქო თამაშდება :)


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×