რეზონანსი
20.02.2020

(რეზონანსი) მეტი ვანო ოპოზიციას, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების მიერ გაკეთებული განცხადებები.

კახა კალაძის თქმით, მერაბიშვილი დროსა და სივრცეშია დაკარგული და რეალობაში გარკვევა სჭირდება.

„მისი განცხადებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ დროსა და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვისმინოთ. მეტი ვანო ოპოზიციას", - განაცხადა კახა კალაძე.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.

ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთა. „გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა. მისი თქმით, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მალდინისგან დანაბარევი   (21.02.2020)
რის მეტებზე ბოდიალობს ყოფილი"ენერგეტიკოს- ფეხბურთელი" სჯომდა ამ სამჭჯუაშვილობას, სკუაფრა აძურას კარში ერთი ბურთი მაინც გაგეიმასქნა....და არ გელეწა უთავბოლოდ თანამემამულეთა ჭიშკარში ფეხმრუდობისას

მედეა   (20.02.2020)
ბატონო კახა, მგონი არაფრით განსხვავდება ნაცების საქციელისგან თქვენი სიტყვათშემკულობა. "მოვიდა კოხი, დახვდა ქვა"--არ მოგვწონს ჩვენ ეს პოზიცია. ის კადრულობს-შენ არ ი კ ა დ რ ო! სანამდე გინდათ ასწიოთ დაძაბულობის დონე საზოგადოებაში? იმათაც ხომ ჰყავთ პატივსაცემი მომხრეები, კ ა რ გ ი , საკმარისი არასაკადრისი საქციელის მომსწრენი გავხდით, 7 წელია ხელისუფლებაში ხართ, რითი ვერ გაასამართლეთ დამნაშავეები?! დ ა ვ ი ტ ა ნ ჯ ე თ ამ უსამართლობით. ნუღარ აღიზიანებთ მათ, "ცალ ლოყაში რომ გაგარტყამენ მეორე შეუშვირეთო"--უფალმა გვიბრძანა! როგორმე ჩააწყნარეთ სიტუაცია, "კარგი უთხარ-გაეცალე" ისინი ვერ დაგიფასებენ?--ჩვენ, ამომრჩეველი დავაფასებთ ამას!

...   (20.02.2020)
შენ ჯობია ლისის ტბის ტერიტორიაზე კერძო მიწების მიტაცების მცდელობაზე (გაკულაკებაზე) ხელი აიღე და პირობა შეასრულე, ჩარჩო გეგმა დასრულებულია და უახლოეს პერიოდში შეზღუდვები მოიხსნებაო და რატომ არ ურიგებ გაიდლაინებს, რომ საკუთარ მიწაზე სახლის მშენებლობის ნებართვა მივიღოთ. ქართველებს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსების მიერ და ახლა შენ გამოხტი შენი ბიუროკრატიული რესურსით და მინიოკუპანტობაც მოინდომე. შეასრულე პირობა თორემ არ შეგრჩება მიწების წართმევა!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×