რეზონანსი
20.02.2020

(რეზონანსი) დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ, არც აწი გამოუვათ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ამ კომენტარით გახარია დამხობასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმუარა.

გახარიას თქმით, ხელისუფლების მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა - გადატრიალებების, დამხობების.

„საერთოდ არ მინდოდა დღეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გუშინდელი დღეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, უნდა ვაკეთოთ და ვშრომობთ, რათა ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობების ქვეყანა კი არა, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ქვეყანა. საერთოდ ეს გუშინდელი ძალადობრივი დღეა, დღეს თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო სიტყვა-სიტყვით, დავასრულებ კი არ უთქვამს ან შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა რომ დავამხობო.

მოდით, ასე შევთანმხდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ მომავლისკენ. დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობების და იმ უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ" ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.

ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთა. „გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (21.02.2020)
გამოტანილ სათაურს ვეხმიანები---ამინ! ვანოს ქ ა დ ი ლ ი უბრალო საქმე არ მგონია. მახსოვს მისი ხშირი ინტერვიუები რუს ჟურნალისტებთან--ესეიგი, აქვს კ ა ვ შ ი რ ი მათთან. ზ უ რ გ ს რომ ა რ გრძნობდეს ეგ, ისე ვერ იტყოდა "დავამხობო" თქვა, გააჟღერა, გამოცდილება არ გვაქვს თუ, რუსეთმა გადაიფიქრა ჩვენი დ ა პ ყ რ ო ბ ა, რომ მივაყურისძიროთ და არ შ ე ვ შ ფ ო თ დ ე თ ? კასრებიდან ამოღებული უამრავი სამხილი რომ ბ რ ი ყ ვ უ ლ ა დ გაანადგურეთ- ქოცებო, ახლა ხომ ნათლად ჩანს რა ძალასთან გაქვთ საქმე, გარედანაც რა მხარდაჭერასთან! ვერაგი რუსეთი თქვენს სიბრიყვეს ვ ა ნ ო ს ხელით განანებთ--ასე ეტყობა ამ საქმეს, ჩემი მოკლე ჭკუით !


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×