რეზონანსი
20.02.2020

(რეზონანსი) ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე, სოფიო ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ აქვეყნებს უახლეს ინფორმაციას და რამდენიმე განმარტებასაც აკეთებს:

„ორი დღეა მას აღენიშნება მაღალი ტემპერატურა (არ გამოირიცხება ინფექციის არსებობა) ასევე აღინიშნება არტერიული წნევის ცვალებადობა. ვერ ხერხდება ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში მისი რეაბილიტაცია. დილით პალატაში მისულ დედას ტრახეოსკოპიის მილიც კი გასაწმენდი ხვდება, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა წვირლმან დეტალებზე. (ამას ალბათ თქმა არც უნდა, რომ ქალბატონი მანანა ასუფთავებს და აწერსიგებს ყველაფერს. ეს იქნება ცოტნეს პირის ღრუს დამუშავება თუ ზემოდ აღნიშნული აპარატის გაწმენდა) და ამ დროს ე.წ. მხარდამჭერი რას იქმს ან როგორ უვლის უკვე ცხადია.

თუმცა, არაფერი გვიკვირს მის "კეთილის" მსურველებს ხომ მხოლოდ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ხელეწიფებად. სამწუხაროა, რომ მშობელ დედას არ შეუძლია 24 საათის განმავლობაში თვალყური ადევნოს შვილის მდგომარეობას. პ.ს. ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ პალატაში საღამო ხანს მრავლად იკრიბებიან ე.წ. მხარდამჭერის სანაცნობო წრე, თუმცა არც ერთს აზრად არ მოსვლია, რომ ეს დაუშვებელია. ინფექციის მატარებელი შეიძლება ნებისმიერი მათგანი იყოს"

ამასთანავე სოფიო ჩიკვილაძე ეხმაურება მანანა გამსახურდია-არჩვაძის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას, რის მიხედვითაც ცოტნე დედის დანახვისთანავე უფრო ცუდად ხდება, რომ ისინი წლებია ერთმანეთს არ ელაპარაკებიან ქონებრივი დავის გამო.

„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მე ვიყავი ამ დიდი ოჯახის წევრი. კონკრეტულად ქალბატონ მანანასთან ყოველთვის მქონდა იდეალური ურთიერთობა. ჩვენს შორის არამთუ კამათს, არამედ ზედმეტ ხმამაღალ საუბარსაც კი არასდროს ჰქონია ადგილი. ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი იყო მისი მხნეობა, პატრიოტიზმი, ადამიანების სიყვარული და მიტევების საოცარი უნარი. მერწმუნეთ, იშვიათია ისეთი თავგანწირული და ერთგული დედა, როგორიც ცოტნეს ჰყავს.

აბსოლუტურად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ არა ქალბატონი მანანა, ცოტნე ვერასოდეს ვერ გაუძლებდა იმ საშინელ ქარტეხილებს, რაც მას მუდამ თან სდევდა შორეული ბავშვობიდან.

პ.ს.შეგნებულად არ ვაკეთებ კომენტარს მის მლანძღველთა ჯგუფზე, ვინაიდან მათ ქალობასაც და ოჯახის შვილობასაც საკმაოდ კარგად იცნობს საზოგადოება. დედამიწაზე არსებობს მხოლოდ ერთი გულწრფელი და უცვლელი სიყვარული და ამას ჰქვია დედაშვილობა".

intermedia.ge

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
გიორგი   (21.02.2020)
ყველამ რომ თავისი ადგილი იცოდეს არა?! მდაბიური საქციელია ყოფილი ცოლისგან მოქმედი ცოლის როლში შესვლა, მითუმეტეს როცა ცოტნემ სხვასთან არჩია ცხოვრება და ვინც მას მძიმე ავადმყოფობაში არ ტოვებს. რა გინდათ, მოქმედი ცოლი პალატიდან გააგდოთ და ყოფილი შევიდეს?! ვერ იაზრებთ კაცი ახლა რა მდგომარეობაშია, იქნება აცალოთ გამოჯანმრთელება და მერე დაადექით თავზე

nino   (21.02.2020)
რას გადეკიდე ანას ,მშვენიერი ქალია სულით და გულით უდგას გვერდში ქმარს ,შენ რისი მიღწევა გინდა მისი შეურაცხოპით რომ მიაღწიო ,მანანა როდის მერე გახდა შენთვის კარგი ,სულ მის ლანძღვაში იყავი მანამდე

მია   (21.02.2020)
თურქეთის კლინიკებზე რომ მსგავს დაწერ უკვე ტყუილია ყველაფერი..

temo   (20.02.2020)
კარგად მახსოვს ეს ყოფილი ცოლი როგორ აგინებდა მანანას ,ეხლა ქებაზეა გადასული და რა უნდა ამით ვერ გავიგე

გურული GOOGLE!   (20.02.2020)
ამ ჩიკვილაძემ ვერ გაიგო რომ "ყოფილი" მეუღლეა და "გადაასწრო" ყველას და მათ შორის ოფიციალურ ცოლსაც! თუ გინდოდა მეუღლე რაღას გარბოდი!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×