რეზონანსი
21.02.2020

(რეზონანსი) ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა სავარაუდოდ, გაიყიდება. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფუნქციოდ მყოფი შენობის პრივატიზებას გეგმავს.

თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ „პარლამენტის ყოფილი შენობის საპრივატიზებოდ მომზადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ."

როგორც ცნობილია, თავდაპირველი ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემოდა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, რაც სააგენტოს უწყებაში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გასული წლის იანვრიდან დაბრუნდა, რის შემდეგაც შენობა ამ დრომდე დაკონსერვებულია.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

„ინტერპრესნიუსი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
lolu   (21.02.2020)
სემპეტერა ხარ თუპენტერა გაიკმინდე ხმა სსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსშე ჩერჩეტო

Semper Occultus   (21.02.2020)
ვერ შევძელით ცივილიზებული გზით სვლა.შანსის მიუხედავად.თავკომბალასავით ისევ დედაქალაქში მოვათავსეთ ყველაფერი.ნებისმიერი იმპერიების ოცნებას ვასრულებთ ნებაყოფლობით.დაასუსტე დამონებულნი ,ერთ ადგილზე ყველაფრის თავმოყრით .მთელი მოსახლეობა თბილისშია ა.პერიფერიის მიწები უკაცრიელდება და სუსტდება დაუსახლებლობით იკარგება, უცხო ტომებით ისახლება. ფაქტია რომ ლესელიძეში და ჯავაში ქართველთ რაოდენობა რომ უფრო დიდი ყოფილიყო უფრო გაუჭირდებოდათ ფარულ და ღია ქართველთა არაკეთილისმსურველთ-მტერთ, (მართალია დროებით-დავიბრუნებთ),ჩვენი წინაპართა მიწების მითვისება.ძლიერი ქალაქებითურთ, ქართველებით დასახლებულ ბათუმს ან ახალქალაქს,(სწორწდ ამ მიზნით აარსებდენ ქართველი მეფენი ამგვარ დასახლებებს)ყველანაირი სახელმწიფოს ელემენტებით,მართველობის ატრიბუტიკით, უფრო რთულად მიითვისებს,გაჭირდებ, სვა მოსურნე ჩვენი ედემისა.ვის ავნებდა ქუთეისის სწრაფი განვითარება,პარლამენტის ყოფნა იმერეთში, ან უმაღლეი სასამართლოს ოფისი ზუგიდში ან ანაკლიის დიდი პორტის არსებობა დიდი ქალაქითურთ დროებით წართმეულ მიწებთან საზღვრად,ან დიდი მოსახლეობით გარდაბნის ზრდა ან უდაბნოში ქალაქის დაარსება.მესტიის ან ონის ზრდა რაოდენობრივად ქართველთა მიერ დასახლებით, სახელმწიფო სტრუქტურებით.მხოლოდ გავძლიერდებოდით..ეკონომიური არგუმენტები ვერ სჭრის როცა ქვეყნის გადაშენების, ყოფნა არ ყოფნის საკითხი მწვავედ დგას.როცა ვერანა მსუნაგებია ჩვენს გარშემო, რომლებიც მხოლოდ ძალა აღმართს ხნავსო-ეყრდობიან,მცდარად და ქართველებმა კარგადაც ვუწყით ქართველთა საუკუნოვანი ბრძნობიდან წინაპართა მიერ ჩვენთვის გადმოცემულიდან- რომ ხერხი სჯობია ღონესაო,უხეშ ძალას თუ ყველა მიმართულებით გავძლიერდებით დროულად!!..,.ეე! მთავრობაში თავამოყოფილებო ტვინს მოუხმეთ ,თუ კი ტვინის ნატამალი მაინც გაგაჩნიათ?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×