რეზონანსი
21.02.2020

(რეზონანსი) მამა პეტრე კოლხი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„სიკეთე არ არის, როცა მარტო იმას აკეთებ, რაც შენ გინდა, მაგრამ განსაცდელის ჟამს მხარში არ დაუდგები ადამიანს და პირიქით, ვისაც დახმარება უნდა იმასაც აბრკოლებ. მარხვა არ არის, თუ მარტო საკვებისგან თავს იკავებ და საკუთარ ეგოიზმს, სიჯიუტეს, მავნე ჩვევებს ვერ ერევი. ლოცვა არ არის, როცა მარტო დაზეპირებული სიტყვებით ლოცულობ, გულში კი ბოღმა და ღვარძლი გაგაჩნია.

სიწმინდე არ არის, თუ გარედან, ხალხის დასანახად თავს იკავებ, აზრებით კი ყირაზე დგები.

სიყვარული არ არის, თუ მარტო ის გიყვარს, ვინც გჭირდება და დანარჩენის მიმართ მხოლოდ სიძულვილი გამოძრავებს. გლოვა არ არის, თუ მარტო საკუთარი გადარდებს და სხვების მწუხარება ფეხებზე გკიდია. ტაძრის შენება არ არის, ქვებს რომ აზიდავ მთის წვერზე, საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ სხვას სულიერად ანგრევ და ანადგურებ.

ერთგულება არ არის, თუ მარტო ფიზიკურად არ ღალატობ, მაგრამ ფიქრებით სხვასთან ხარ. სიმდიდრე არ არის, როცა სახლები და აგარაკები გაქვს, მაგრამ სინამდვილეში სულიერ სიცარიელეში ცხოვრობ. ღვთისმსახურება არ არის, როცა დაყენებული სახით, მოშვებული წვერით და არაფრისკენ მიპყრობილი მზერით სახარების იგავების ისტერიკულად ქადაგებ, მაგრამ მედროვე, დიდებისმოყვარე და ქვემძრომი ხარ. ადამიანობა არ არის, მარტო ბიოლოგიური აგებულება!", - წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
.............   (21.02.2020)
ეს ყლეკაცა ვითომ მამაო.. წადი შენ პუტანკა შვილს მიხედე მოგიტყან ანაფორა ამს ვინც მღვდელს უწოდებს და არსარებას ჩააბარებს იმის დედასაც შესცა მთელმა საქართველომ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×